როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ გადარიცხვები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი მეწარმეებს ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის გამარტივებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.  

ნებისმიერ დროსა და ადგილას ერთ აპლიკაციაში შესაძლებელია:

აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი გადარიცხვებია. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის გასაზიარებლად და უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად, ბიზნეს მობილბანკიდან თანხის გადასარიცხად სამი მარტივი გზაა:

ომპანიის საიდენტიფიკაციო კოდით, რომელიც საგადასახადო საქმიანობისთვის ბიზნესისთვის მიკუთვნებული ნომერია. მისი გამოყენებით გადარიცხვისას შეცდომის რისკი დაბალია და კომპანიის სრული საბანკო დეტალების მოძიება საჭირო აღარაა.

პირადი ნომრით- თუ მიმღები ფიზიკური პირია – მომხმარებელი, სერვისის მიმწოდებელი, ინდ მეწარმე ან პარტნიორი - გადარიცხვისას მისი პირადი ნომერი შეგიძლიათ მიუთითოთ. სისტემა შესაბამის ანგარიშს ავტომატურად მოძებნის და გადარიცხვას რამდენიმე წამში დაასრულებთ.

ანგარიშის ნომრით გადარიცხვა კი ტრადიციული, სტანდარტული გზაა. მისი დახმარებით შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე სხვა პირებთან, სხვა ბანკებსა თუ ხაზინაში.

„გადარიცხვების პროცესის გამარტივებით, საქართველოს ბანკი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურ პროცესებში ნაკლები დრო დახარჯონ და ბიზნესის ზრდასა და სტრატეგიულ საკითხებს მეტი დრო დაუთმონ. რაც მთავარია, ბიზნეს მობილბანკი მუდმივად ვითარდება და რეგულარულად ემატება ფუნქციები, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულია“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

გამოცადეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში.



როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ გადარიცხვები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით
განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს
ზაფხული შენს გზაზე - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ სეზონური ფოტოგადაღება
კოსმო - ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა