ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

,,ავერსი-ფარმასა~ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა   ურთიერთ თანამშრომლობის  მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად  “ავერსი-ფარმა“  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს.

კონკრეტულად კი  შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.

მემორანდუმს ხელი მაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ზურაბ აბაშიძემ და ავერსის  სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე .ბურძენიძემ.



საქართველოს ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს