მიხეილ ჯანელიძე - მინდა სოლიდარობა გამოვხატო საგარეო უწყების თანამშრომლების მიმართ, ვისაც მოუწია დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოლიდარობას უცხადებს საგარეო უწყების თანამშრომლებს და ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც მისივე თქმით, „დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო მოუწიათ“. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“ წერს.

„მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწიათ დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო. უმეტესობას ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კვალიფიციური და პატრიოტი დიპლომატები. ვიცი, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.



Volvo EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი