ისრაელმა ირანის ფორდოუს ბირთვულ ობიექტს დაარტყა

ისრაელმა თეირანის სამხრეთით მდებარე ირანის მიწისქვეშა „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე ახალი დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება.

„აგრესორმა კვლავ შეუტია „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე მისასვლელ გზებს დაარტყა.

თავდაცვის ძალების ცნობით, მათ დარტყმები „ურანის გამდიდრების ობიექტზე წვდომის შესაფერხებლად“ განახორციელეს.

შეგახსენებთ, „ფორდოუს“ ობიექტი ერთ-ერთია იმ სამ ბირთვულ ობიექტს შორის, რომლებზედაც შეერთებულმა შტატებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს
ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე - საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა
Volvo EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია