სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა. უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს
ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე - საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა
Volvo EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია