საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაშის - ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო.

ტრივია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და მათ ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზე - 6-13 და 14-18 წლის მონაწილეებზე არის მორგებული.

ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. თამაშის განმავლობაში,მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ტრივიას მარკეტში, სადაც მოსწავლეებს ბიბლუსის, პეპელას, XS toys-ის ვაუჩერები, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მაისურები და სხვა საჩუქრები დახვდებათ.

ახალ სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს  შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. თამაშის ბოლოს კი, ლიდერბოდზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოპ 10 სკოლა გამოჩნდება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრების მოწვევა – თითო მოწვეული მეგობრისთვის კი 5 მონეტას (მაქსიმუმ 25 მონეტა) მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 185,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს.  თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!

 



PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია