პროგნოზების თანახმად, მიმდინარე სეზონი გრიპის თვალსაზრისით მძიმე იქნება - ივანე ჩხაიძე

პროგნოზების თანახმად, ვირუსების მიმდინარე სეზონი გრიპის გავრცელების თვალსაზრისით მძიმე იქნება, ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.

„ამჟამად რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების საწყის ეტაპზე ვართ და ამის უკან, პირველ რიგში, გრიპი იგულისხმება. არსებობს რამდენიმე კვლევა და რამდენიმე სერიოზული ექსპერტისა და ინსტიტუციის წინასწარი პროგნოზი, რომ 2025-2026 წლების სეზონი გრიპის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის უკან დგას „ა“ ტიპის ვირუსის, ე.წ. ჰონგკონგის ვირუსის - H3N2-ის 7 მუტაცია, რომელიც ამ  ვირუსმა ივნისის თვეში განიცადა. შესაბამისად, გახდა უფრო იოლად გადამდები და ალბათობა იმისა, რომ გრიპის შემთხვევები წელს გვქონდეს უჩვეულოდ მაღალი, ძალიან დიდია,“ - აღნიშნა ჩხაიძემ და განმარტა, რომ  მუტაციის შედეგად ვირუსის გადამდებლობა გაზრდილია.

„ამიტომ მინდა, იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ასევე 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებმა ეს პროგნოზი გაითვალისწინონ პრევენციის იდეალური შესაძლებლობა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარონ თავიანთ შვილებს,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ გრიპის გართულებებს შორის ყველაზე რთულია ფილტვების ანთება.



PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია