ცესკო-მ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა.

კერძოდ, ცესკომ გააუქმა „გახარია საქართველოსთვის“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი პარლამენტის წევრობის შემდეგი კანდიტატების საარჩევნო რეგისტრაცია: ელგუჯა ხოკრიშვილის, კახა ნურალიძის, ვახტანგ ფაჩულიას, ერეკლე დუმბაძის, გოჩა ტყეშელაშვილის, კოკა კობალაძის, ნიკოლოზ ამირხანაშვილის, ოთარ შალიკიანის.

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის, „გახარია საქართველოსთვის“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება გამოქვეყნდა.



Volvo EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი