კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აღნიშნავს, 18 ივნისს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება.

ამასთან, უკრაინის დედაქალაქში აიკრძალება ნებისმიერი გასართობი ღონისძიების ჩატარება.

„18 ივნისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება. ასევე რეკომენდებულია სახელმწიფო დროშების დაშვება სახელმწიფო და კერძო შენობებზე“, – აღნიშნა კლიჩკომ.

გასულ ღამეს რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა. რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 114 კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.



Volvo EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი