ბათუმის სასამართლოში, დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება.

ორივე სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა, სავარაუდოდ, ჯერ პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გაიმართება, მისი დასრულების შემდეგ კი სასამართლო ამაღლობელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ, სასამართლოს წინაშე, მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა დაასრულა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.



Volvo EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიას სმარტი შემოუერთდა
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი